en
ge

დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია

იმერეთი.  26 თებერვალს, ქუთაისის  ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენება–დისკუსია. ნაჩვენები იყო ზაზა რუსაძის დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები – თვითმფრინავის ბიჭები", რომელიც მოგვითხრობს 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში შვიდი მეგობრის მიერ საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების შესახებ. გამტაცებლები დასავლეთში გაქცევაზე ოცნებობდნენ. ეს ამბავი ქართული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია და დღემდე საიდუმლოებით არის მოცული. 
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ფილმის ჩვენება ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: kedec.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023