en
ge

EMC ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის ფაქტსა და მიმდინარე გამოძიებაზე

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) დაბა ხარაგაულში მცხოვრები ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის ინტერესებს გამოძიების პროცესში EMC-ის წარმომადგენლები იცავენ.
„ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევა თავისი კონტექსტით ძალიან ჰგავს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს. ორივე შემთხვევა ნათლად აჩვენებს საპოლიციო რეპრესიის სისტემის მუშაობას პერიფერიებში ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ, რომელთა მინიმალური საარსებო პირობების უქონლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, განათლების უფლებაზე ხელმიუწვდომლობას სამართალდამცავი სისტემა ბოროტად იყენებს. ამ პირობებში პოლიციის რეპრესიული პოლიტიკა, თანამშრომლობის იძულება, მუქარა და დაშინება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად ყველაზე მოწყვლად ოჯახებს აწვება.
სტურუასა და კვირიკაშვილის საქმეებში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა, ასევე პოლიციის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტების ანალიზი, ცხადად მიანიშნებს პოლიციაში არსებულ სისტემურ პრობლემაზე...," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023