აჭარა. ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის პოტენციური წევრებისთვის სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომისა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
შეხვედრების მიზნები იყო მონაწილეებისათვის LEADER მიდგომებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) როლის მნიშვნელობის გაცნობა ადგილობრივი თემის განვითარებაში, ადგილობრივი განვითარების (LAG) წევრებისა და ლიდერების ფუნქციების გაცნობა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანერგვის პროცესის და სამომავლო გეგმების განხილვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი