საქართველო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიის რეგიონების პოლიციის თანამშრომლებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული გამოწვევების, სახალხო დამცველის გამოცდილების შესახებ და ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე. განიხილეს სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების თაობაზე
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი