en
ge

სასწავლო რესურსების ბაზა უნივერსიტეტებისათვის

თბილისი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) ფარგლებში სასწავლო რესურსების ბაზა შეიქმნა. ბაზაში  უმაღლესი სასწავლებლების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტების საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და სხვა მონათესავე სამაგისტრო პროგრამებისათვის შექმნილი სასწავლო რესურსების ხილვაა შესაძლებელი. რესურსების ბაზის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული უნივერსიტეტების საჯარო ადმინისტირებისა თუ საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამებს შორის რესურსების გაზიარებას. ბაზა მუდმივად განახლდება უმაღლესი სასწავლებლების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული სასწავლო მასალებით.
საუნივერსიტეტო რესურსების ბაზა 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)