კახეთი.კახეთის სამოქალაქო ლიგა ანხორციელებს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის
მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახმეტის ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა".
პროექტი მიზნად ისახავს ახალაგაზრდებში ცნობიერების
ამაღლებას დემოკრატიული ღირებულეების შესახებ, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდის
ჩართვას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში განათლებისა და სამოქალაქო
აქტივობის გზით.
პროექტის ფარგლებში 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს უტარდებათ
ტრენინგები და პრაქტიკული მეცადინეობა პროექტის დიზაინი და მართვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობა და ადვოკატირებასა და ლიდერობა და საჯარო გამოსვლის
უნარებზე.
თინა ხანაჯალიაშვილი, პროექტის კოორდინატორი: ,,პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს
ქსელი, შექმნეს საინიცაიტივო ჯგუფი „ახალგაზრდა პოლიტიკოსები ინტეგრაციისთვის", რომელიც
გეგმავს სხვადასხვა საინტერესო ინიციატივის განხორციელებას, როგორც ახმეტის, ასევე
თელავის მუნიცპალიტეტში ახალგაზრდებთან თანამშრომლობით".