en
ge

ფრაქციის შექმნისთვის დაფინანსების მოპოვება გაუმართლებელად მიიჩნევა

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), „შაერთაშორისო გამჭვირვალობ - საქართველოს" (TI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში შეტანილ ინიციატივას, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების კანონპროექტში მოყვანილი წესი საფუძველშივე მცდარია. „სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, რომლის ოპერაციული ხარჯები ისედაც ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან, ამ სახის სარგებლის მიღება არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტის ავტორთა/ინიციატორთა მხრიდან შესაძლოა იკვეთებოდეს საკითხისადმი ვიწრო პარტიული დაინტერესება", - ნაქვამია მათ განცხადებაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)