იმერეთი. 27 თებერვალს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პროექტის „მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ღია დიალოგის წარმართვას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის კუთხით და მოსახლეობის ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფორუმზე გამოვლინდა ქალაქში არსებული პრობლემები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საცხოვრებელი გარემო, თანამშრომლობა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქალაქის მართვაში, განათლება, ეკონომიკა, კულტურა, რეკრეაცია და სხვა. ფორუმზე განიხილეს პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც ყველა დაინტერესებული მხარე ერთობლივად განახორციელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში