en
ge

ტოლერანტობის პოლიტიკური იდეის კრიტიკა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), ეხმაურება ტოლერანტობის კონცეფციის გარშემო საზოგადოებაში მიმდინარე საჯარო დისკუსიებს და თანასწორობის საკითხებზე ორგანიზაციის მუშაობის პოლიტიკური ხედვას განმარტავს.
„ჩვენი შეფასებით, უთანასწორობის პრობლემა, რომლის მოგვარების გზადაც ხშირად ტოლერანტობა სახელდება, მრავალშრიანი და პოლიტიკურია ხასიათისაა. რელიგიური, კულტურული, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების ჩაგვრას არატოლერანტობის კონცეფცია ყოვლისმომცველად ვერ ხსნის. ეს კონცეფცია ჩაგვრას სუბიექტური დამოკიდებულებებითა და შეხედულებებით შემოსაზღვრავს და შესაბამისად, ზედაპირულია.
სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩაგვრა სულ ცოტა რამდენიმე – სტრუქტურულ, იდეოლოგიურ, ინსტიტუციურ და ინტერპერსონალურ შრეს მოიცავს. შესაბამისად, ჩაგრული სოციალური ჯგუფების გათავისუფლება გულისხმობს ჩაგვრის სისტემური და სტრუქტურული მიზეზების ყოვლისმომცველ აღწერას, გააზრებას და იმ მექანიზმების გარდაქმნას, რომელიც წარმოშობს დისკრიმინაციას, სოციალურ ძალადობას, კონტროლსა და მარგინალიზაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)