სამცხე-ჯავახეთი. ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, pita-ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, მორიგი, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. TOT-ის თემა იყო: ადრეული ქორწინება და ქალთა მიმართ ძალადობა.
„პროგრამის მომდევნო ეტაპზე, ახალგაზრდული ცენტრის წევრები, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, საკუთარი ქალაქების, თემებისა და სოფლების მოსახლეობას გააცნობენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში