en
ge

კოალიციის შეფასება დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალობას.
„მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემისადმი ნდობის გაზრდის მიზნით და მოსამართლის სავარაუდო გადაცდომის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევისთვის სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებებით შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის შესარჩევად საბჭოს მიერ 2017 წელს 8 მაისს გამოცხადებული პირველი კონკურსი ჩაიშალა. კონკურსის ჩაშლის მიზეზი და კონკურსში მონაწილე პირების ვინაობა საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის. ახალი კონკურსი 2017 წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა. საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად მიმდინარე მეორე კონკურსში მონაწილეთა ვინაობა. ასევე, დახურულ ფორმატში წარიმართა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენს ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღი დაინტერესების თაობაზე და ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვების პერსპექტივას", - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: კოალიციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023