თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ნოემბერში ახალი პროექტი აამუშავა.
პროექტი მიზნად ისახავს სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მონიტორინგს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი