თბილისი. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ტოლერანტობის ქომაგებს" გამოავლენს რელიგიათა საბჭო, სახალხო დამცველის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. წესდების მიხედვით, რელიგიათა საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს „ტოლერანტობის ქომაგს", ხოლო ხმის უფლება მხოლოდ საბჭოში გაწევრიანებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი