თბილისი. 27 თებერვალს საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა, გაეროს ბავშვთა
ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა და შრომის,
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ახალი პროგრამა წარმოადგინეს:
ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე საქართველოში. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება
ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების
დასახმარებლად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ამ ბავშვების იდენტიფიცირება და
მათი კონკრეტულ პროგრამებში ჩართვა. პროექტი, რომელიც 700 ბავშვზე იქნება გათვლილი
პირველ წელს თბილისში, მეორე წელს კი ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.
წყარო:eeas.europa.eu