თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს პროექტის, „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია", პრეზენტაცია გამართა და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის კვლევა წარმოადგინა.
კვლევა მოიცავს ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კუთხით არსებული ვითარების მიმოხილვას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და რეკომენდაციებს. დოკუმენტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი