კახეთი. 27 თებერვალს, თელავის მედია კაფეში, თელავის ,,YMCA" – ს ინიციატივით ამერიკელ მოხალისეებთან ერთად ჩატარდა სემინარი მომხმარებელთა სერვისის შესახებ. ტრენინგს დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსწავლეები და სტუდენტები. სემინარის ძირითადი თემას მომხმარებელთა სერვისების გამუჯობესება წარმოადგენდა.
პაატა აბრამიშვილი, თელავის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი: ,,მნიშნელოვანი ტრენინგია, რადგან საზოგადოება უნდა მიეჩვიოს მომხმარებელთან ურთიერთობას. როგორ შეიძლება გვყვავდეს კლიენტი კმაყოფილი და შევუქმნათ მას სასურველი გარემო."
ორგანიზაცია მსგავსი ტიპის ტრენინგებს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაატარებს.