თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი აფგან მუხტარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება. განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა, ნათქვამია:
„სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის, შესაბამის ექსპერტიზას ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და ამ საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე".
წყარო: ორგანიზაციის ვებგევრდი