შიდა ქართლი. პროექტი „ევროპული კულტურის ნაკვალევზე" დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით თბილისს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენები დაათვალიერეს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ქართული და ევროპული კულტურის პოპულარიზაცია”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში