en
ge

გამჭვირვალობის მორიგი წარმატებული საქმე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის ოფისის იურისტების დახმარებით, ნონა ბაბუაძემ სასამართლო პროცესი მოიგო. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაევალა მისი მთავარ სპეციალისტად დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
„ნონა ბაბუაძემ 2017 წელს ზესტაფონის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მან ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, მათ შორის გასაუბრების ეტაპზეც საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, თუმცა რესურსცენტრის უფროსმა არ გაითვალისწინა კომისიის წევრების მოსაზრებები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით რესურსცენტრის მთავარ სპეციალისტად სხვა პირი დანიშნა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023