თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე ახალი კანდიდატები შეარჩია. ესენი არიან: კობა ნადირაძე – შშმ პირთა უფლებების დამოუკიდებელი აქტივისტი; მარინე კორკოტაძე – შშმ ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი; მარინა კობახიძე – სამართლის მაგისტრი, შშმ პირთა თემის წარმომადგენელი; ესმა გუმბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, შშმ პირთა თემის წარმომადგენელი.
საბჭოს საქმიანობის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების" გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი