en
ge

სახალხო დამცველი ნატოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

2017 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახალხო დამცველმა შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და ე.წ. ციანიდის საქმეზე; ასევე, ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებსა და ღია დაპირისპირებაზე, რომელმაც მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში კამპანიური სახე მიიღო; განიხილა ახალი სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმები და ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობას. სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო. მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)