კახეთი. ,,ბუნების მოყვარულთა საზოგადოების’’ ხელმძღვანელის, კახა სუხიტაშვილის განცხადებით მალე ახალი სატყეო სტრატეგიის შემუშავება დაიწყება.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში’’, ორგანიზაციის ,,ბუნების მოყვარულთა საზოგადობა’’ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კონსულტაციები მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ახალი სატყეო სტრატეგიის შემუშავებისთვის: ,,სტრატეგია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ის ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაზეა და საბოლოო სახე როგორი ექნება არ ვიცით. მთავარი ერთია, რომ მოხდება გამკაცრება ნადირობის წესების, ტყეების მენეჯმენტი დაიხვეწება რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, მოხდება დაცული ტერიტორიების მართვის გამკაცრება. რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი, სატყეო ლიცენზიებთან დაკავშირებით იქნება ცვლილებები რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ტყეების დაცვაზე."