თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს გიორგი ბერაიას ბლოგპოსტს: „მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვა".
„სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით არ დადგინდა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდება უმეტესწილად ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის ქართული პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას. მიუხედავად ამისა, ვანო მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებმა ასევე გამოიყენეს სხვა, არალეგიტიმური მიზნისთვისაც, კერძოდ, მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge