en
ge

ევროკავშირმა ENPARD-ის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შედეგები შეაჯამა

თბილისი. ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, ENPARD-ის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შედეგები შეაჯამა. თბილისში გამართულ ერთობლივ დაკვნით ღონისძიებაზე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა, „ქეა", „მერსი ქორი", „ოქსფამი" და „ფიფლ ინ ნიდ", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად განხორციელებული ოთხწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის შემცირებასთვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)