საქართველოს სახალხო დამცველი აპარატი საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის განცხადებას ავრცელებს.
„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტისათვის ცნობილი გახდა იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი წევრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მოქმედი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ელემენტს და კონსტიტუციური რეალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სამართლებრივ სახელმწიფოში, ომბუდსმენის დამოუკიდებელი საგამოძიებო მანდატის სრული პატივისცემა და მხარდაჭერა საზოგადოებრივ ინტერესშია. შესაბამისად, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის პატივისცემას და ომბუდსმენის საქმიანობაზე დასაბუთებულ და პროფესიულ რეაგირებას მოითხოვს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი