თბილისი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აქვეყნებს giz-ის სამართლის პროგრამის ელექტრონული გამოცემის შედარებითი სამართლებრივი კვლევების (CLS) მესამე ნომერს „აღსრულების საკითხების მიმოხილვა ევროპაში".
„კვლევის ავტორია საერთაშორისო სამართლებრივი ექსპერტი იოს უიტდეჰააგი. კვლევა დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში", რომელსაც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამა ახორციელებს.
პუბლიკაცია, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ჩვენს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გამოცემის პირველ და მეორე ნომრებთან ერთად," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში