თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროების და პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები არიან სსიპ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც იმყოფებიან სხვა მასწავლებლებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც დირექტორისგან განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს.
წყარო: http://ombudsman.ge