en
ge

ახალციხეში მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამა განიხილეს

სამცხე–ჯავახეთი. 27 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალო ვადიანი პროგრამის საჯარო მოსმენა გაიმართა. პროგრამა 2013–2017 წლებზეა გათვლილი. შეხვედრას, რომელიც ახალციხის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული დოკუმენტი სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და მის დამტკიცებამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება შეუძლია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების გეგმა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ფარგლებში შემუშავდა, საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის დახმარებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)