თბილისი. სამოქალაქო ორგანიზაციების 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ ტრენინგ პროგრამაში, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.
„ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასთან თანამშრომლობით.
ინტენსიური და ინტერაქტიური ტრენინგის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება სოფლის განვითარების საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა სოფლის განვითარებისათვის ადვოკატირებაში", ნათქვამია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში