en
ge

განახლებული წიგნების ფონდი

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბაზაზე შექმნილი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა. ბიბლიოთეკას წიგნები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადასცეს, რომლებიც ხშირად ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორ მაია ფურცხვანიძის თქმით, ამ წიგნებით  სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
,,ბიბლიოთეკა სულ ახლახანს აღიჭურვა ახალი წიგნებით. ისინი გადმოგვცეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ჩვენთან ღონისძიებებს ატარებენ’’, აცხადებს მაია ფურცხვანიძე.
დემოკრატიული ჩართულობის თელავის ფილიალი ემსახურება კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)