სამეგრელო. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ზუგდიდის თვითმმართველობასთან, 28 თებერვალს ,,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურ ჩართვას. ორგანიზაციას გამგეობასა და საკრებულოში საკუთარი კუთხე ექნება, სადაც მოქალაქეს მიეწოდება ინფორმაცია თუ რა კუთხით შეძლებს ორგანიზაცია მის დახმარებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გამგეობის წარმომადგენლებთნ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორგანიზაციას ამ მემორადუმით სურს პრობლემების მოგვარების დასავლური მიდგომა ზუგდიდში დანერგოს.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობა"უახლოეს მომავალში, გეგმავს „საკრებულოს რეიტინგების შესახებ" ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც საკრებულოს საქმიანობების ერთგვარი შეფასება იქნება.