თბილისი. 8 დეკემბერს, გაიმართა „საფარის" მიერ განხორციელებული კვლევის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი" ანგარიშის წარდგენა.
„კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების მიმოხილვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
ქვეყანაში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობის მიზეზებს შორის, კვლევამ შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა დაასახელა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge