თბილისი. დასრულდა ტრენინგების სერია: „ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით".
„ტრენინგები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ ქალაქში (რუსთავი, თელავი, ახალციხე, ბათუმი) საჯარო სკოლების, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩაატარა.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებისთვის გამოცხადდება ესეების კონკურსი.
გამარჯვებული მოსწავლე და მისი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თებერვალში გაემგზავრება ზამთრის სკოლაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო" ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში