en
ge

,,ერთად გავაკეთოთ სიკეთე“ ახალგაზრდულ შეჯიბრს აწყობს

კახეთი. 1 მარტს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე", გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა. 
ღონისძიებაში მონაწილეობა  მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
საჯარო სკოლებიდან წარმოდგენილი გუნდები ერთმანეთს მონოლოგებში, სიმღერაში და თეატრალურ დადგმებში ეჯიბრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორის, ორგანიზაცია ,,ერთად ვაკეთოთ სიკეთეს’’ ერთ–ერთი ლიდერის ანა მაჩიტაძის თქმით, ფინალური შეხვედრა აპრილში გაიმართება გამარჯვებული სკოლა სიგელსა და საჩუქრებს მიიღებს:,,ეს არის კონკურსი და ამ ღონისძიების გარდა მსგავსი სახის აქტივობა კიდევ გვექნება. ის გუნდები, რომლებიც გაიმარჯვებენ, გურჯაანში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ფინალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023