თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეს, ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. ეს ფაქტი ართულებდა, როგორც განათლების მიღებას, ასევე საზოგადოებასთან შეგუების პროცესს. ვინაიდან ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ თვითდაზიანება სცადა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი