აჭარა. 13 ივნისს, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის G-PAC-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და
G-PAC-ის გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებისათვის გამართეს შეხვედრა
თემაზე „უფლება გაქვს იცოდე". შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომლის
წინაშეც მიმდინარე ადვოკატირების კამპანიები დგანან და ის საკითხები, რომლებიც
უფრო მეტ მხარდაჭერასა და მუშაობას საჭიროებენ. პროექტის ხემძღვანელმა ფრონ ნაზიმ
დამსწრე საზოგადოებას ორი წლის საქმიანობის ანგარიში, არსებული პროგრამები და
დაფინანსების შესაძლებლობები გააცნო.
„უფლება
გაქვს იცოდე" ერთთვიანი კამპანიაა, რომლის მიზანია საზოგადოებას პირველწყაროდან
მიაწოდონ ინფორმაცია G-PAC-ის საქმიანობისა და ახალი იდეების ძიების შესახებ.
პროექტი
დაფინანსებულია USAID-ის მიერ.