კახეთი. 2 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ბერიკების" მეორე შესარჩევი ტური გაიმართა. თელავის საზოგადოებრივი ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერის, გიორგი ბეჟანიშვილის განცხადებით კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ იმ ახაკლგაზრდებმა გაიარეს ვინც პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაასრულეს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორი განმარტავს, აქტივობის მიზანია „ბერიკაობის" ტრადიციის აღდგენა:
„ვცდილობთ, აღვადგინოთ „ბერიკაობა". შევარჩიეთ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროექტის მონაწილენი გახდებიან", აცხადებს გიორგი ბეჟანიშვილი.