თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) განცხადებით, ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიცვალა.
„მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებით უფრო მეტად დაკონკრეტდა სახელმწიფო საიდუმლოების ცნება და კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა ის კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით არ გაიცეს საჯარო ინფორმაცია. ასეთად კი მოაზრებულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან სამართალწარმოების ინტერესები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი საფუძველი, მისი კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნეს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად, თუმცა მნიშვნელოვანი გვგონია, რომ კონსტიტუციამ არ შექმნას შემდგომში საკანონმდებლო დონეზე უფლების შეზღუდვის მომეტებული, არაპროპორციული შეზღუდვის რისკები", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი