თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებიოს საკრებულოების ნაწილში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა. ამაზე მეტყველებს მიმოხილვა, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
„2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამისად, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა - თუ თვითმმართველობის წინა არჩევნების შედეგად დასახელებულ სამ რეგიონში ქალებმა მანდატების 9.9% მოიპოვეს, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამ მაჩვენებელმა 12.7%-ს მიაღწია", - აცხადებს TI, - „მიუხედავად იმისა, რომ წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით, სამივე გამოკვლეული რეგიონის 28 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი