კახეთი. 13 ივნისს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,საქართველოს
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" თელავის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში შეხვედრა გამართა, რომელიც ,,თელავის
მუნიციპალიტეტის საქმიანობების გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას’’ ეხებოდა.
შეხვედრას სხვადასხვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციები,
ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე საქმიანობების გარდა,
შეხვედრაზე განიხილეს
სხვა პრობლემებიც.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის
წარმომადგენლების, კახა ჯამბურიას თქმით,
დისკუსიის დროს განხილულ და წამოჭრილ პრობლემებს ორგანიზაცია შეისწავლის რის
შემდეგაც თელავის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციებს მიაწვდიან.