აჭარა. 1 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" წიგნის ""ის ეკუთნოდა საქართველო 2003-2012 წლებში"- პრეზენტაცია გამართა. წიგნი, რომელიც ნოველის ჟანრშია დაწერილი მოგვითხრობს იმ ბიზნესმენების და კომპანიების შესახებ, რომელბიც მნიშვნელოვან წილს ფლობდნენ ან დღმდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ნავთობის იმპორტი და დისტრიპუცია, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული.
წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეხვედრაზე ასევე წარმოადგინა ახალი ანგარიში „იტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს".