აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით გაიმართა, პროექტის „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში" დასკვნითი ღონისძიება.
„პროექტის შესახებ: პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, წარმოგვეჩინა ბათუმის ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნება, ჩვენი წვლილი შეგვეტანა საზოგადოების ინფორმირებაში, თუ რაოდენ საინტერესო და მნიშვნელოვანია კულტურა, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით იქმნება და მეორე მხრივ, გვეჩვენებინა, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ცხოვრება ქვეყანას საფრთხეს კი არ უქმნის, არამედ აძლიერებს მას და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო შეხვედრა და ღონისძიება შედგა, მათ შორის განსაკუთრებული იყო ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, რომელიც ბათუმში პირველ აგვისტოს გაიმართა და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ტურისტების დიდი ინტერესიც გამოიწვია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში