თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმიანება.
„საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების სამ უმთავრეს წყაროს შორისაა ტრანსპორტის სექტორი", - ნათქვამია განცხადებაში, - „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგლამენტით, ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერება კვლავ გადავადდა რამდენიმე წლით, რაც არ შეესაბამება ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი