თბილისი. პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ აქვეყნებს ბლოგპოსტს: „დაინერგა სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით".
„შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ინიშნება. მსჯავრდებულის გადაადგილების მონიტორინგი სპეციალური სამაჯურის საშუალებით ხორციელდება. ამ ეტაპზე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვნებზე ვრცელდება. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge