თბილისი. ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტური რეაგირების გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის შეფასების ინსტრუქციის შემუშავება და თითოეულ ოჯახში ძალადობის საქმეზე ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის გაწერა. ასევე, უნდა ჩატარდეს შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112–ის სამსახურში მიღებული შეტყობინებების ანალიზი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი