თბილისი. კავშირი „საფარის" ბლოგპოსტის თანახმად, პირველად მსოფლიოში, ისლანდიამ შრომის ანაზღაურებაში გენდერული განსხვავება აკრძალა.
„დღესდღეობით, ისლანდიის პარლამენტის 50% ქალებისგან შედგება, ხოლო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ისლანდიას ზედიზედ ასახელებენ, როგორც გენდერული თანასწორობის სფეროში ყველაზე დიდი მიღწევების მქონე ქვეყანას, ასევე, როგორც ლიდერს ქალთა პოლიტიკური უფლებების გაფართოებაში და მძლავრ გარანტს შრომის ანაზღაურების საკითხში თანასწორობის საქმეში. ისლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის იგი ქვეყანაში შრომით ანაზღაურებაში გენდერული განსხვავებების სრულად აღმოფხვრას გეგმავს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge