en
ge

საქართველოს სახალხო დამცველმა ფიზიკური პირის წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა კერძო პირის მიმართ, ვინაიდან მან ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა 17–ს", საოფისე ფართი მისი საქმიანობის გამო არ მიაქირავა.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში - რომ სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულების მხარეც თავად აირჩიოს, თუმცა, ეს პრინციპი შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ნორმების საფუძველზე. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში მითითებულია, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია ყველა სფეროში, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)