კახეთი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავის მედია კაფეში შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში მწერალმა, დათო ტურაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პიესა „დოდოს მოლოდინში" წაიკითხა. პიესის წაკითხვის შემდეგ დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ექსპერტებმა გენდერის საკითხებში თათა ცოფურაშვილმა, ლელა გაფრინდაშვილმა და თამარ საბედაშვილმა მიიღეს.
დათო ტურაშვილი, მწერალი: ,,წავიკითხე ჩემი პიესა, რომელიც დაიწერა სპეციალურად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო დისკუსია, სადაც ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ხოლმე ცნობილი".