თბილისი. ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლებმა მიმართეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ შვილს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის მე-2 საჯარო სკოლის მეორე კლასში ირიცხებოდა, სკოლა ვერ უზრუნველყოფდა სპეციალური პედაგოგით. შედეგად, ბავშვი ვერ ახერხებდა განათლების უფლებით სრულყოფილად სარგებლობას.
PHR-მა შულავერის მე-2 საჯარო სკოლას შესაბამისი მოთხოვნით მიმართა. სკოლამ გაითვალისწინა ორგანიზაციის შენიშვნა და საგანმანათლებლო პროცესში სპეციალური პედაგოგის ჩართვა უზრუნველჰყო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი