en
ge

რეკვიზიტების გარეშე გამოგზავნილი დოკუმენტი არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის ამომღები დაწესებულებების მიერ მოქალაქეებისთვის რეკვიზიტების გარეშე გაგზავნილი დოკუმენტი არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მისი აღსრულების ვალდებულება არ არსებობს.
„ბოლო პერიოდში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა მიკროსაფინანსო კომპანიებისა და სესხის ამომღები დაწესებულებების მიერ მათთვის გაგზავნილი დოკუმენტების შინაარსის დასადგენად.
მათ მიერ მიღებულ კორესპონდენციას თან ახლავს ე.წ. ,,სასამართლოს გადაწყვეტილება" (დოკუმენტზე არ არის მითითებული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, საქმის ნომერი, მოსამართლის ვინაობა, სახელმწიფო გერბი, სასამართლოს ბეჭედი, ხელმოწერა და ა.შ.), სადაც მითითებულია, რომ მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა.
მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მოვალეები შედიან შეცდომაში და მიიჩნევენ, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლომ მათი ჩართულობის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
გვსურს განვმარტოთ, რომ სათანადო რეკვიზიტების გარეშე შედგენილი მსგავსი დოკუმენტი, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებას და შესაბამისად, მისი აღსრულების ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, მიკროსაფინანსო კომპანიები უფლებამოსილნი არიან, განუმარტონ მოვალეებს, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მიმართ შესაძლებელია სამართლებრივი პროცედურების დაწყება, თუმცა, ე.წ. „სასამართლო გადაწყვეტილების" გაგზავნა არ არის მართებული ფორმა აღნიშნული მიზნის მისაღწევად", ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)